The Tor Project, Inc. ჩამოყალიბდა 501(c)(3) არამომგებიან დაწესებულებად 2006 წელს, თუმცა „მრავალშრიანი ქსელის“ (onion routing) შექმნის აზრი, გაჩნდა ჯერ კიდევ 1990-იანების შუა წლებში.

მსგავსად Tor-ის მომხმარებლებისა, შემმუშავებლები, მკვლევარები და შემომწირველები, რომლებმაც შექმნეს Tor, წარმოადგენენ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ადამიანთა ჯგუფებს. თუმცა ყველას, ვინც ჩართულია Tor-ის შემუშავებაში, აერთიანებს ერთი მარტივი რწმენა: ინტერნეტის მომხმარებლებს, უნდა ჰქონდეთ ქსელთან წვდომა თავისუფლად და პირადი მონაცემების გაუმჟღავნებლად.

1990-იანებში, ინტერნეტში უსაფრთხოების ნაკლებობა და მისი შესაძლებლობა, რომ შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო თვალთვალისა და ზედამხედველობისთვის, თანდათან აშკარა ხდებოდა და 1995 წელს, დევიდ გოლდშლაგმა (David Goldschlag), მაიკ რიდმა (Mike Reed) და პოლ სივერსონმა (Paul Syverson), აშშ-ს საზღვაო კვლევით ლაბორატორიაში (NRL) საკუთარ თავს დაუსვეს კითხვა, შესაძლებელი იყო თუ არა ისეთი ინტერნეტკავშირის შექმნა, რომელშიც შეუძლებელი იქნებოდა გარკვევა, ვინ ვის ესაუბრება, ქსელის ზედამხედველობის პირობებშიც კი. მათი პასუხი იყო შემუშავება და მოწყობა onion (მრავალშრიანი) ქსელის პირველი საკვლევი ნიმუშების.

მიზანი onion-ის სახით დამისამართების იყო ისეთი საშუალების პოვნა ინტერნეტის გამოსაყენებლად, რომელიც რაც შეიძლება მეტად დაიცავდა პირად ინფორმაციას, ეს კი გულისხმობდა მონაცემების გატარებას რამდენიმე სხვადასხვა კვანძის გავლით, თითოეულ ჯერზე ცალ-ცალკე დაშიფვრით. ესაა მარტივი ახსნა, თუ როგორ მუშაობს Tor დღეს.

2000-იანების ადრეულ ხანაში, როჯერ დინგლდაინმა (Roger Dingledine), მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ახალმა კურსდამთავრებულმა, დაიწყო მუშაობა NRL-ის onion-დამისამართების პროექტზე პოლ სივერსონთან (Paul Syverson) ერთად. NRL-ში ჩატარებული თავდაპირველი სამუშაოების გამოსაყოფად onion-დამისამართებასთან დაკავშირებით, სხვაგან დაწყებული მსგავსი საქმიანობებისგან, როჯერმა პროექტს უწოდა Tor, რომელიც არის შემოკლება დასახელების The Onion Routing. ნიკ მეთიუსონი (Nick Mathewson), როჯერის თანაჯგუფელი MIT-ში, მალევე შეუერთდა ამ პროექტს.

1990-იანებში მისი შექმნიდან მოყოლებული, onion-დამისამართება ჩაფიქრებული იყო ისეთი ქსელისთვის, რომელიც არ იქნებოდა არავისზე დაქვემდებარებული. შესაბამისად, ამგვარი ქსელის მუშაობა, უნდა უზრუნველყო განსხვავებული მიზნების მქონე, სანდო დამოუკიდებელ ერთეულებს, ხოლო პროგრამული ნაწილი, უნდა ყოფილიყო თავისუფალი და ღია, მაღალი დონის გამჭვირვალობის მისაღწევად და ერთპიროვნული მართვის ასარიდებლად. სწორედ ამიტომ, 2002 წლის ოქტომბერში, როდესაც Tor-ქსელი თავდაპირველად გაეშვა, მისი კოდი გავრცელდა პროგრამის თავისუფალი, გახსნილი ლიცენზიით. 2003 წლის ბოლოსთვის, ქსელს ამუშავებდა ათეულზე მეტი მოხალისე თავისი გადამცემით, ძირითადად აშშ-დან, ერთი კი გერმანიიდან.

Tor-ის უპირატესობების გაცნობიერებით ციფრული უფლებების კუთხით, ელექტრონულმა სასაზღვრო ფონდმა (EFF) დაიწყო როჯერისა და ნიკის Tor-თან დაკავშირებული სამუშაოების დაფინანსება 2004 წელს. 2006 წელს კი დაარსდა the Tor Project, Inc., არამომგებიანი 501(c)(3) დაწესებულება, Tor-ის შემუშავების ზედამხედველობისთვის.

2007 წელს, აღნიშნულმა დაწესებულებამ დაიწყო გადამცემი ხიდების შემუშავება Tor-ქსელისთვის, ცენზურის ასარიდებლად, სახელმწიფო შეზღუდვებზე გვერდის ავლით, მომხმარებლებისთვის ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობის მისაცემად.

Tor-ს უფრო და უფრო მეტად იყენებდნენ ზეწოლის წინააღმდეგ მებრძოლები და გამოცდილი მომხმარებლები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანი იყო პირადი მონაცემების დაცვა, თუმცა ნაკლებად გათვითცნობიერებული მომხმარებლებისთვის, მაინც რთული გამოსაყენებელი გახლდათ, შესაბამისად, 2005 წლიდან, გადაწყდა სხვა ხელსაწყოების შემუშავებაც, თავად Tor-მაკავშირებელი ქსელის პარალელურად. Tor-ბრაუზერზე მუშაობა კი დაიწყო 2008 წელს.

Tor-ბრაუზერმა მეტად ხელმისაწვდომი გახადა Tor-ქსელი ინტერნეტის ყოველდღიური მომხმარებლებისა და ზეწოლის წინააღმდეგ მებრძოლთათვის, Tor წარმოადგენდა ძირითად საშუალებას არაბული გაზაფხულის მიმდინარეობისას, რომელიც 2010 წლის ბოლოს დაიწყო. იგი არა მხოლოდ იცავს ხალხს ვინაობის გამჟღავნებისას ინტერნეტში, არამედ აძლევს საშუალებას წვდომა ჰქონდეთ კრიტიკულ მასალებთან, სოციალურ ქსელთან და საიტებთან, რომლებიც იკრძალება.

თავდაცვის ხელსაწყოების საჭიროების შესახებ, მასობრივი თვალთვალის წინააღმდეგ, ფართო საზოგადოებამ შეიტყო სნოუდენის წყალობით, 2013 წელს მასალების გასაჯაროების შედეგად. Tor არამხოლოდ საშუალებას წარმოადგენდა, სნოუდენის მიერ განგაშის ატეხისას, არამედ მასალების შიგთავსის უსაფრთხოდ შენახვის საწინდარიც იყო, ვინაიდან Tor-ის დაცვის ხელყოფა, ვერ ხერხდებოდა.

საზოგადოების ცნობიერება შესაძლოა ამაღლდა, თვალთვალის, ზედამხედველობისა და ცენზურის საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა აგრეთვე გაიზარდა დაბრკოლებები ინტერნეტში თავისუფლების წინააღმდეგ. დღესდღეობით, ქსელს გააჩნია ათასობით გადამცემი გაშვებული მოხალისეებისა და მილიონობით მომხმარებლის მიერ, მთელი მსოფლიოდან. სწორედ ეს მრავალფეროვნება უზრუნველყოფს Tor-ის მომხმარებელთა უსაფრთხოებას.

ჩვენ, Tor-პროექტის მონაწილეები, ყოველდღე ვიბრძვით, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს ინტერნეტთან თავისუფალი წვდომა, პირადი მონაცემების გაუმჟღავნებლად და Tor გახდეს მსოფლიოში ყველაზე მძლავრი საშუალება, ინტერნეტში პირადი მონაცემებისა და თავისუფლების დასაცავად.

თუმცაღა, Tor არ წარმოადგენს მხოლოდ პროგრამას. იგი არის იმ სიყვარულისა და შრომის ნაყოფი, რომელსაც ხალხის საერთაშორისო ერთობა უძღვნის ადამიანის უფლებების დაცვას. Tor-პროექტი რჩება და მუდამ იქნება მკაცრად ერთგული გამჭვირვალობისა და მისი მომხმარებლების უსაფრთხოების.